Saturday, March 10, 2012

ოჯახური გარემო.

1. პროექტის სახელწოდება: ოჯახური გარემო.
2. პროექტის მთავარი იდეა: სასკოლო ბავშვთა ოჯახური პირობების გაცნობა.
3.პროექტის აქტუალობა: მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე დაყრდნობით წარმართოს მასწავლებლემა შემდგომში ოჯახთან ურთიერთობა - როგორი უნდა იყოს მოსწავლის სამეცადინო გარემო. პროექტის მიზანი: სამუშაო მოსწავლეთა ჯგუფის მიერ რეალური ცნობების შეგროვება თითოეული სასკოლო ბავშვის ოჯახური პირობების და წევრთა საქმიანობის შესახებ, რათა პირველი კლასის მასწავლებელს საშუალება ჰქონდეს იცნობდეს:
 ა) როგორ გარემოში იზრდება ბავშვი.
 ბ) როგორია მატერიალური პირობები.
 გ) რას საქმიანობენ ოჯახის წევრები.
 დ) როგორია მათი ინტელექტი.
 ე) აქვს თუ არა წიგნიერი გარემო.
 ვ) ითანამშრომლოს სკოლასთან - აქვს თუ არა სურვილი.
 ზ) ილის ფსიქოშვლოგიური დახასიათება. პირველი კლასისი მასწავლებელი ორიენტირებული იქნება თავის სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთა ოჯახური პირობების შესახებ, შესაბამისად, მასწავლებელი გაითვალისწინებს სად და როგორ დაეხმაროს ბავშვს.
4. მონაწილეთა ასაკი: I კლასი, 5 – 6 წელი.
5. ვადები/ხანგრძლივობა: 1 – 10 სექტემბერი (10 დღე).
6. მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება მონაცემები, კითხვარები პირველ კლასელთა მშობელთა ინტერვიუებით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული პირებისათვის. პირველი კლასის მასწავლებელი ფლობს/ორიენტირებული იქნება თავის სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთა სავარაუდო ისტ-ს საბაზისო ცოდნის შესახებ, რომელიც მას შემდგომში მისცემს ორიენტირს, მაგალითად გაკვეთილის მსვლელობის დროს სწავლების აქტიურ რეჟიმში სწავლის მეთოდების შერჩევის, თითოეული მოსწავლის მიდგომის შესახებ.
7.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: 
ა) კომპიუტერები მონაცემების დამუშავებისათვის.
 ბ) ხმის ჩამწერი მოწყობილობა ინტერვიუების და შემდგომი დამუშავებისთვის, თაბახები, კალმები.
8.პროექტის მსვლელობა: მასწავლებელი გააცნობს პირველი კლასის მოსწავლეებს (6 ბავშვი) საინტერესო, აქტუალურთემებს.
 მაგ: „სკოლა და ოჯახი,“ 
 „ოჯახი და მასწავლებელი,“ 
„თანამედროვე ბავშვი,“
 „ოჯახური გარემო,“
 „კომპიუტერი ჩვენს ცხოვრებაში“ და ა.შ.
 ბავშვები მსჯელობენ, გამოთქვამენ აზრს და ირჩევენ თემას - „ოჯახური გარემო.“ ამ თემასთან დაკავშირებით სვამენ კითხვებს:
 1. რაში დაეხმარება მასწავლებელს სასკოლო ბავშვის ოჯახის წინასწარი გაცნობა.
 2. როგორ არიან მშობლები განწყობილი სკოლისადმი და რას ელიან.
 3. როგორია ოჯახის წიგნიერება.
 4. როგორია მშობლის მიერ ბავშვის ფსიქოლოგიური დახასიათება. კლასი იყოფა მასწავლებლის მიერ ჯგუფებად და აძლევს დროს თემის შესწავლისათვის 10 დღეს. ჯგუფში გადანაწილდება მოვალეობა ვინ, რას, როდის აკეთებს. სამოქმედო გეგმა მომზადდება და თითოეულ ოჯახში განაწილდებიან ბავშვები. მოხდება ოჯახის შესწავლა ისე, რომ არ შეილახოს ოჯახის წევრთა ავტორიტეტი, თუ საჭიროა გადაიღონ საჭირო მასალა, ან ჩაიწერონ. შემდეგ ემშვიდობებიან და მადლობას უხდიან თანამშრომლობაზე, უსურვებენ წარმატებებს და ღმერთის წყალობას. შემდეგ ხდება პრეზენტაცია როგორ იმუშავეს ინდივიდუალურად, გუნდურად, შექმნეს თუ არა სლაიდი, არის თუ არა სლაიდი სრულყოფილი და ა. შ. და ბოლოს, მასწავლებელი და მოსწავლეები შეაჯამებენ პროექტის სიკარგეს.